რამდენიმე ქართული მედიასაშუალება და არხი დამიკავშირდა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტზე კომენტარი გამეკეთებინა.
როგორც წესი, ქართული პოლიტიკური ცხოვრების შესახებ არ ვსაუბრობ. პირველ რიგში, კომპლექსი მაქვს, რომ "ნამდვილი ქართველი" არ ვარ - ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე ამასთან რუსი მწერალი ვარ, ჩვენი ძმის ნებისმიერი ჩარევა სხვა ადამიანების საქმეებში არსებულ ვითარებაში აღიქმება, როგორც "იმპერიალიზმის გამოვლინება".
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არაა. საქართველოში დავიბადე, მე "შვილი" და "შალვოვიჩი" ვარ, ძალიან ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავს იქ. და ჩემთვის შემაშფოთებელია იმის ნახვა, როგორ ეშვება დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.
უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან კბილებიანი პრესის, არამედ პუტინიზმის. გვეშინოდეს არამ მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და სწორედ ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს, თქვენს სახლებში დაიბუდოს - თქვენივე მთავრობის ინიციატივით. ამ ინფილტრატორის გამოსახლებას ვეღარ შეძლებთ. ის შეჭამს საქართველოს, როგორც კიბო. ვიცით, გამოგვივლია. თავიდან "უცხოური აგენტები", შემდეგ "მეხუთე კოლონა", შემდეგ "ტერორისტები და ექსტრემისტები", და შემდეგ პუტინისტური რუსეთის გარდა საქართველოს სხვა მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წარსულში, ორთავიანი არწივის ფრთხის ქვეშ.
ქართველებო, არ დაუშვათ, რომ ეს თქვენც დაგემართოთ გაუფრთხილდით თავისუფლებას.
წერს ფეისბუქზე ქართული წარმოშობის რუსი მწერალი, ბორის აკუნინი. მწერალი რუსეთში "უცხოური აგენტების" სიაშია შეიყვანეს.