ადვოკატი ბაჩიაშვილის N12 დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს

ადვოკატი ბაჩიაშვილის N12 დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს

ადვოკატი, დავით ჯანდიერი, გიორგი ბაჩიაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, ბაჩიაშვილის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველგან არსებობს რისკები, უფრო მაღალია იმავე დაწესებულებაში დაბრუნების შემთხვევაში, სადაც 11 ივლისს ინციდენტი მოხდა“, – განაცხადა მან „ფორმულასთან“.

ჯანდიერის თქმით, თავდამსხმელი თავიდანვე აგრესიული იყო და ციხის თანამშრომელმა ძალადობა არ შეაჩერეს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა 14 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ციხეში სცემეს და ძალადობას მისი ქონების იძულებით წართმევას უკავშირებს.

ინციდენტის შემდეგ ბაჩიაშვილი ვივამედში მრავლობითი დაზიანებით გადაიყვანეს. ადვოკატები გლდანის მერვე დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.