ადვოკატები: დათაშვილს, მისი ნების საწინააღმეგოდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანენ

ადვოკატები: დათაშვილს, მისი ნების საწინააღმეგოდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანენ

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, აქტივისტ ნინო დათაშვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

მათივე თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ თუ დათაშვილი უარს განაცხადებს აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარებაზე, ეს პროცესი იძულებითი ღონისძიებების საშუალებით მაინც განხორციელდება. ანუ სასამართლომ, დათაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, გასცა ნებართვა, გადაიყვანონ აქტივისტი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

"პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის სახალ მეთოდს მიმართა. კონკრეტულად, ნინო დათაშვილის შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ, მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპეტრიზის ჩატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შეურაცხადობის საკითხის გამორკვევა, ყველგვარი კრიტერიუმის და საბუძვლის გარეშე.

სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. მან არ მისცა დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგანაც მან არ იცოდა, რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი წინააღმდეგი იქნება ექსპერტიზის ჩატარებაზე, გატარედბა იძულებითი ღონისძიებები. ეს ნიშნავს იმას, სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით, ფსიქიატრიულ დაწესებულენბაში გადაყვანის ნებართვა გასცა", - განაცხადეს ადვოკატებმა.

უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ემოციური ლაბილობა - ტირილი, ემოციის მატება - დათაშვილის 2019 წლიდან, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიდან გამომდინარე აღენიშნებოდა. ხოლო მისი ეს მდგომარეობა სამედიცინო ჩანაწერებში აღნიშნულია როგორც დიაგონი და არა სიმპტომი.

"პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომლებიც დაცვის მხარემ პირველ წარდგენაზე გაუცვალა პროკურატურას. მათში მითითებულია, რომ დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი - ხერხემლის, მალთა შუა დაზიანება და ამასთან ერთად თიაქარი, რადიკულიტი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ხაზს ვუსვამ, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომაროებიდან გამომდინარე, მას აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა 2019 წლიდან - ტირილი, ემოციის მატება, რაც, არც ერთ შემთხვევაში, არ არის დიაგნოზი, ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაც", - განაცხადეს მათ.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ნაბიჯით პროკურატურა ცდილობს უკანონოდ გაუხანგრძლივოს დათაშვილს პატიმრობა.

"ეს პროკურატურისთვის ცნობილი იყო. ამ დროიის განმავლობაში, გამოძიებამ არანაირი ღონე არ იხმარა, რომ ნინოს ჯანმრთელობასთან მიმართებაში რამე ზომები მიეღო. მაშინ, როცა ფაქტიურად დასრულდა გამოძიება და წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით დაემტკიცებინა და დაედასტურებინა დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებობა, მან მიმარა ასეთ ხერხს, უკანონოდ მოითხოვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსევბა 20 დღით", - თქვეს ადვოკატებმა.