ადიგენში სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ადიგენში სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილია ორი 50-წლამდე კაცი, ისინი ერთმანეთის ახლობლები იყვნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.