Wizz Air ოქტომბერში ქუთაისიდან დორტმუნდის ნაცვლად კიოლნში იფრენს

Wizz Air ოქტომბერში ქუთაისიდან დორტმუნდის ნაცვლად კიოლნში იფრენს

ავიაკომპანია Wizz Air ოქტომბერში ფრენებს ქუთაისიდან დორტმუნდის ნაცვლად კიოლნის მიმართულებით შეასრულებს.

აეროპორტების გაერთიანებაში ფორმულას უთხრეს, რომ ამის შესახებ მათ უკვე აცნობეს. ავიაკომპანიამ ინფორმაცია გაუგზავნა მგზავრებსაც.

მიმართულების დროებით ცვლილება, სავარაუდოდ, სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ იძებნება.

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან გერმანიის 5 ქალაქში - ბერლინში, ჰამბურგში, ფრანკფურტში, დორტმუნდსა და მემინგენში დაფრინავს.