მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში აჯანყება მოაწყო, აშშ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერისთვის სანქციების დაწესების გადავადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ვაშინგტონს არ სურს ისე გამოიყურებოდეს, რომ თითქოს მხარეს იჭერს", - განაცხადა ამ საკითხზე ინფორმირებულმა პირმა.
მედია მიუთითებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სამშაბათს გეგმავდა აფრიკაში ვაგნერის ოქროს ბიზნესზე ახალი შეზღუდვების გამოცხადებას.
23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.
თუმცა გუშინ, 24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთში აჯანყებას აჩერებდა და ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. როგორც მოგვიანებით კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ხოლო ის ბელარუსში გაემგზავრება.