სასტუმრო Sheraton Batumi 15 იანვარს სასტუმროში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზად არის, მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა.
"ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა აღნიშნულ ინციდენტს ვუდგებით სრული სერიოზულებით.
სასტუმრო აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან და მზადაა შესაბამისი მოთხოვნის და დოკუმენტაციის საფუძველზე მიაწოდოს მას შესაბამისი საგამოძიებო მასალა", - ნათქვამია განცხადებაში.
***
15 იანვარს გვიან ღამით ბათუმში, სასატუმრო შერატონში თავს დაესხნენ ჟურნალისტსა და მედიაექსპერტს, ზვიად ქორიძეს. ზვიად ქორიძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
სასტუმროში ასევე თავს დაესხნენ პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას. ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.