SN: აშშ-მა უკრაინას რუსეთში სამიზნეების დაბომბვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია შეუზღუდა

SN: აშშ-მა უკრაინას რუსეთში სამიზნეების დაბომბვისთვის საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია შეუზღუდა

აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა. მან ამ გადაწყვეტილებას "შერჩევითი" უწოდა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას კვლავ ექნება აშშ-ის იმ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა, რომელიც შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ძალებზე თავდასხმისთვის იქნას გამოყენებული.

კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, წყარომ აღნიშნა: "სამწუხაროდ, კი, მაგრამ სრულად არა. შერჩევითია. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ზიანის შესაძლებლობაზე".