კატარი ჰამასსა და ისრაელს შორის შუამავლობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად წყვეტს, მანამდე, სანამ ეს ორი მხარე მოლაპარაკებებისთვის "გულწრფელ სურვილს" არ გამოხატავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"კატარმა აცნობა ჰამასს, ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას, რომ მზად იქნება განაახლოს თავისი მოლაპარაკებები, თუ ჰამასი და ისრაელი "გამოავლენენ გულწრფელ მზადყოფნას დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების მიზნით", - განუცხადა წყარომ Reuters-ს.
წყაროს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჰამასისგან ოფიციალური პასუხი არ გავრცელებულა.
"ჰამასი კომენტარს არ გააკეთებს, სანამ ამის შესახებ კატარი ოფიციალურად არ აცნობებს", - განაცხადა ანონიმურმა წყარომ.
კატარი, აშშ-სა და ეგვიპტესთან ერთად აქტიურად შუამავალობდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰამასის მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში.
ბოლო მოლაპარაკება ოქტომბერში წარუმატებელი იყო, როდესაც ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის მოკლევადიანიანი შეთავაზება უარყო.