ISW: უკრაინულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად პოზიციები დაიბრუნეს

ISW: უკრაინულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად პოზიციები დაიბრუნეს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ავდეევკას მახლობლად პოზიციები დაიბრუნეს.

"რუსული საოკუპაციო ძალები ავდეევკას მიმართულებით შეტევას აგრძელებენ. ძირითადი ბრძოლები მიმდინარეობს სტეპნოეს, ბერდიჩის და სევერნოეს მიდამოებში. ამასთან, უკრაინელი დამცველები რუსეთის თავდასხმებს ნოვოკალინოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით იგერიებენ.

ერთ-ერთი რუსი სამხედრო ბლოგერის თქმით, 10 ნოემბერს, უკრაინულმა ჯარებმა ავდეევკას მიმართულებით, კერძოდ, ვოდიანოეს ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და პოზიციების დაბრუნება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.