ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სავარაუდოდ, რუს ოკუპანტებს ბახმუტის მიმართულებით დიდი დანაკარგები აქვთ.
"კვირას და ორშაბათს, 9-10 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა განაგრძეს წინსვლა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.
სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტები კვლავ განიცდიან დიდ დანაკარგებს. შესაძლოა, მტერმა შეძლო სოფელ ხრომოვოს ჩრდილო-დასავლეთით ოდნავ წინ გარღვევა, რომელიც ბახმუტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
10 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები აგრძელებენ თავდასხმის მცდელობას ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და ლიმანის მიმართულებით.