ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთმა სამხრეთ უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნად "სარეზერვო არმია" განალაგა.
"რუსმა სამხედროებმა სამხრეთ უკრაინაში დამატებითი ძალების გასაგზავნად "სარეზერვო არმია" განალაგეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა ახლად შექმნილი "სარეზერვო არმიის" ქვედანაყოფები იმიტომ განალაგეს, რომ ლუჰანსკის რეგიონში ფრონტის ხაზზე მყოფ ქვედანაყოფებს საშუალება მისცენ, გადანაწილდნენ უკრაინის სამხრეთით, რათა უკრაინულ ძალებს კონტრშეტევაში ხელი შეუშალონ.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ "სარეზერვო არმია" საბრძოლველად მზად იყოს, მისი ნაჩქარევი განლაგების გათვალისწინებით. ამასთან, რუსი ჯარისკაცები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ სტრესში არიან", - ნათქვამია განცხადებაში.