ISSA: მაყურებელთა რეიტინგით თბილისში TV პირველი და ფორმულა პირველ და მეორე ადგილზე არიან

ISSA: მაყურებელთა რეიტინგით თბილისში TV პირველი და ფორმულა პირველ და მეორე ადგილზე არიან

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) 2025 წლის ივნისში აწარმოებდა, „ფორმულა“ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი და სანდო ტელევიზიაა, რომელიც მაყურებლებით აჭარბებს როგორც „რუსთავი 2“-ს, ისე „იმედს“.

კითხვაზე — „რომელ არხს ენდობით ყველაზე მეტად?“ — „ფორმულა“ ერთ-ერთ წამყვან, მეორე პოზიციაზეა.

ნდობის მაჩვენებლით პირველ ადგილზე „TV პირველი“ რჩება.

  • TV პირველი — 63%
  • ფორმულა — 51%
  • რუსთავი 2 — 50%
  • იმედი — 45%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი — 23%

საერთო სურათში, „ფორმულა“ ერთ-ერთი მთავარი მედიაა, რომელსაც ქვეყანაში უყურებენ და ენდობიან — განსაკუთრებით კი ქალაქში მცხოვრები მოსახლეობა.

კვლევის მეთოდოლოგია

  • კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
  • სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
  • შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
  • მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
  • შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
  • შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
  • გამოპასუხების წილი: 71%
  • საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.