ISSA: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%
ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%.
კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის (88%) ამომრჩეველთა უმრავლესობა.
რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველთა 82%.
შეკითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ?
- ქართული ოცნება (საქართველო: ივნისი - 35.8%; მაისი - 35.2%)
- კოალიცია ცვლილებებისთვის (საქართველო: ივნისი - 18%; მაისი - 17%)
- ერთიანობა - ენმ (საქართველო: ივნისი - 16.6%; მაისი - 14.6%)
- ძლიერი საქართველო (საქართველო: ივნისი - 9.5%; მაისი - 13.4%)
- გახარია საქართველოსთვის (საქართველო: ივნისი - 10%; მაისი - 12.4%)
კვლევის მეთოდოლოგია
- კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
- სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
- შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
- მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
- შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
- შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
- გამოპასუხების წილი: 71%
- საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.