IRI არჩევნებზე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი

IRI არჩევნებზე: ფუნდამენტურად ნაკლოვანი

საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების იდეას მსოფლიოში სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს, მკაცრდება საერთაშორისო ორგანიზაციების ტონიც. ახალ არჩევნებს, როგორც ნდობის აღდგენის გზას, განიხილავს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი. მისმა ორგანიზაციამ კი, რომელიც შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პარტიის პარტნიორია, უმწვავესი ანგარიში წარადგინა, რომელიც ეჭვებს აძლიერებს არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.