ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარას თქმის, მათ ესმით, რომ ჩრდილოეთ ღაზიდან 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გარკვეულ დროს წაიღებს.
"ეს საომარი ზონაა, ვცდილობთ მათ დრო მივცეთ და დიდ ძალისხმევას ვდებთ და გვესმის, რომ ეს 24 საათს არ წაიღებს", - განაცხადა მან ბრიფინგზე.
"გვესმის პრობლემა. სამწუხარო რეალობა? ჰამასის პასუხისმგებლობაა", - თქვა ჰაგარმა.
BBC-ის ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ის იმას, რომ IDF-ს ესმის, რომ ღაზას მოსახლეობის ევაკუაციას 24 საათზე მეტი დასჭირდება, რაზე ჰაგარმა თქვა:
"ჩვენ გვესმის, რომ ამას დრო დასჭირდება. მხოლოდ ამას ვამბობ".
მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის ფონზე, ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ღაზის სექტორში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყონ ქალაქის ევაკუაცია და გადაადგილდნენ სამხრეთის მიმართულებით.
ისრაელის მოწოდების უგულებელყოფისკენ მოსახლეობას მოუწოდებს ჰამასი. ისინი აცხადებენ, რომ ისრაელი "ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს".
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი ასეთ მასობრიც ევაკუაციას "დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე" განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზაში მძიმე ავადმყოფების გადაყვანა შეუძლებელია. WHO-ში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ მძიმედ დაშავებულ პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭიროა აპარატზე მიერთება, როგორიცაა მაგალითად ჟანგბადის აპარატი.