IDF: ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰამასის სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დავასრულეთ

IDF: ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ჰამასის სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დავასრულეთ

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ჰამასის სამეთაურო სტრუქტურის განადგურება დაასრულეს. შესაბამისი განცხადება ისრაელის ჯარის პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ გააკეთა.

როგორც ჰაგარიმ აღიშნა, პალესტინელი ბოევიკები ხსენებულ რაიონში ცალკეულად, მეთაურების გარეშე მოქმედებენ. მისივე თქმით, ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 8 000 მებრძოლი გაანადგურა. ჰაგარი ამბობს, რომ ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები კონცენტრირებულია ჰამასის ლიკვიდაციაზე ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ცენტრში.

ღაზაში ვითარების დაძაბვის შემდეგ ტერიტორია 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გასული წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი ისრაელს თავს დაესხა, რის შედეგადაც 1 200 ადამიანი დაიღუპა, უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.