
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ ჩავიდა ბრაზილიაში, სადაც 6–7 ივლისს BRICS-ის ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. ამის მიზეზი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ გამოცემული დაკავების ორდერია, რომელიც პუტინს 2023 წელს უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის ბრალდებით დაუწესდა.
როგორც კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, ბრაზილიის მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა პუტინის უსაფრთხო ჩასვლას „ICC-ის მოთხოვნებიდან გამომდინარე“. შედეგად, პუტინი სამიტში მონაწილეობს ვიდეოკონფერენციის ფორმატით, რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილია საერთაშორისო სასამართლოს წევრია და მისი კანონმდებლობის მიხედვით, ორდერის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია პუტინის დაკავება უზრუნველყოს.