IBSU-ს თვითმმართველობა: არა რუსულ კანონს - ერთად შევუერთდეთ პროტესტს

IBSU-ს თვითმმართველობა: არა რუსულ კანონს - ერთად შევუერთდეთ პროტესტს

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდება.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ამბობს - "არა რუსულ კანონს". ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობასა და სტუდენტური ძალის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ და ერთად შევუერთდეთ პროტესტს.

ერთად ვებძოლოთ ყველაფერს, რაც ევროპულ გზაზე სვლაში მავნებლურად გვიშლის ხელს. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მოგვიანებით მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას. თითოეულ ჩვენგანს, ბოლომდე გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია ამ გზას ალტერნატივა არ გააჩნია"- ნათქვამია განცხადებაში.