Fox News: რესპუბლიკელმა სენატორებმა აშშ-ის მიერ გაეროს დატოვებაზე ინიციატივა გამოთქვეს

Fox News: რესპუბლიკელმა სენატორებმა აშშ-ის მიერ გაეროს დატოვებაზე ინიციატივა გამოთქვეს

რესპუბლიკელი სენატორები გაეროს დატოვების ინიციატივით გამოდიან. Fox News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია ვერ ახერხებს ამერიკის ინტერესების მხარდაჭერასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგს.

სენატორმა, მიაკლ ლიმ კანონმდებლობა წარადგინა, რომლის მიღების შემთხვევაშიც, აშშ შეწვეტს წევრობას გაეროსა და მის შვილობილი ორგანოებში ამ ჯგუფების დაფინანსებას.

ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჩიპ როი კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენისთვის მზადაა.

„გაერო გადაიქცა ტირანების პლატფორმად და ადგილად ამერიკასა და მის მოკავშირეებზე თავდასხმისთვის", - თქვა როიმ.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანახმად, აშშ -მა გაეროს 2022 წელს 18 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა. როგორც ირკვევა, ეს ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანის შემოწირულობა. 2022 წელს აშშ-ის მიერ გაეროსთვის გაწეული თანხა ორგანიზაციის მთელი კოლექტიური ბიუჯეტის დაახლოებით მესამედს უდრის.

"გაერო სარგებლობდა ამერიკული საგადასახადო ფულით და ხშირად ძირს უთხრის ჩვენს ინტერესებს, თავს ესხმის ჩვენს მოკავშირეებს და აძლიერებს ჩვენს მოწინააღმდეგეებს“, - განაცხადა ჩიპ როიმ.