Facebook, Instagram და Messanger შეფერხებით მუშაობდა. დაახლოებით 1-საათიანი გათიშვის შემდეგ Meta-ს პლატფორმებზე წვდომა აღდგენილია.
შეფერხება მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდებოდა.
სოციალური ქსელებით სარგებლობა შეუძლებელი იყო როგორც აპლიკაციებით, ასევე Desktop ვერსიებით. მომხმარებლები ავტომატურად გამოდიოდნენ ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებდნენ.
მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.