Edison Research: უმრავლესობა მთავარ პრობლემად მაღალ ფასებს და უმუშევრობას ასახელებს

Edison Research: უმრავლესობა მთავარ პრობლემად მაღალ ფასებს და უმუშევრობას ასახელებს

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს ასახელებს (31%), შემდეგ უმუშევრობას (27%), სიღარიბეს (24%), დაბალ ხელფასებს (18%), ემიგრაციას (18%) და ოკუპირებულ ტერიტორიებს (17%).

კითხვაზე, რამდენად უჭერთ მხარს ან ეწინააღმდეგებით იმას, თუ რა გზებით უმკლავდება ქართული ოცნება ჩამოთვლილ საკითხებს, პასუხები ასე ნაწილდება:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.