Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 65%-ს ქოლცენტრების შესახებ სმენია.
35% კი შეკითხვას, სმენიათ თუ არა ქოლცენტრების შესახებ, უარყოფითად პასუხობს.
რაც შეეხება შეკითხვას, ემხრობით თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას ქოლცენტრების საკითხის გამოსაძიებლად, შედეგები ასე ნაწილდება:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.