EURO 2024-სთვის Georgian Airways-ის ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება

EURO 2024-სთვის Georgian Airways-ის ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება

EURO 2024-სთვის Georgian Airways-ის რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მისი ფასი 295 ევროდან იწყება.

ავიაკომპანიის ცნობით, პირდაპირი ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • თბილისიდან დორტმუნდში - 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში - 21 ივნისს ( გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში - 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

Georgian Airways წერს, რომ პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავდებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს. მათივე თქმით, ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.