EU-ს კანდიდატი ქვეყნები ალმასის მომპოვებელი რუსული კომპანიისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდებიან

EU-ს კანდიდატი ქვეყნები ალმასის მომპოვებელი რუსული კომპანიისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდებიან

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები და ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები რუსული ალმასის მომპოვებელი გიგანტის, "ალროსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

კერძოდ, მისი თქმით, სანქციებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია უერთდებიან.

"ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამება საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს ამ ქმედებას და მიესალმება მას", - დასძინა ბორელმა.

ცნობისთვის, 3 იანვარს ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიაში დაამატა რუსული ალმასის მომპოვებელი გიგანტი "ალროსა" და მისი აღმასრულებელი დირექტორი პაველ მარინიჩევი. კომპანია რუსეთის ეკონომიკური სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს გამოიმუშავებს რუსეთის მთავრობისთვის.