EU-მა საქართველოს სტიქიის წინააღმდეგ დასახმარებლად კოპერნიკის მართვის სამსახური აამოქმედა

EU-მა საქართველოს სტიქიის წინააღმდეგ დასახმარებლად კოპერნიკის მართვის სამსახური აამოქმედა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ადგილობრივები ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, - საგანგებო სიტუაციის მართვისთვის ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

"დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ბევრი ადგილობრივი ძირითადი სერვისების გარეშე დატოვა, რამაც მათ მძიმე პირობები შეუქმნა. რეაგირების ჯგუფების დასახმარებლად, ევროკავშირმა აამოქმედა კოპერნიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სატელიტური რუკების სწრაფად შესაქმნელად. სატელიტური გამოსახულების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების გამოყენებით, კოპერნიკი დაეხმარება მათ შეაფასოს თოვლის შედეგად მიყენებული ზიანი", - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

კოპერნიკის პროგრამა უზრუნველყოფს სატელიტურ მონიტორინგსა და გეოსივრცითი მონაცემების სწრაფ ანალიზს, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო სამსახურებს დაეხმარება ზარალის შეფასებასა და ეფექტიანი რეაგირების დაგეგმვაში.