EU-მ ბრილიანტების მომპოვებელი რუსული კომპანია და მისი დირექტორი დაასანქცირა

EU-მ ბრილიანტების მომპოვებელი რუსული კომპანია და მისი დირექტორი დაასანქცირა

ევროკავშირმა ბრილიანტების მომპოვებელი უმსხვილესი რუსული კომპანია Alrosa და მისი აღმასრულებელი დირექტორი სანქციების სიაში დაამატა.

"ბრილიანტების აკრძალვის შესაბამისად, რომელიც ჩვენ სანქციების მე-12 პაკეტთან ერთად მივიღეთ, ევროკავშირი დღეს Alrosa-ს, მსოფლიოში ბრილიანტების მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიას და მის აღმასრულებელ დირექტორს, სანქციების სიაში ამატებს"- წერს ბორელი.