CNN-ის მონაცემებით, პენსილვანიის ე.წ. მერყევ შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. Fox News-მას ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიანიჭა.
კოლეგიაში პენსილვანიას 19 ხმა აქვს. გამარჯვებისთვის კოლეგიის სულ მცირე 270 ხმაა საჭირო.
2020 წელს პენსილვანიაში 80 000 ხმის სხვაობით ჯო ბაიდენმა ტრამპი დაამარცხა. წინა არჩევნებზე კი, 2016 წელს ტრამპი გახდა პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი 1988 წლის შემდეგ, რომელმაც პენსილვანიის მხარდაჭერა მიიღო.
პენსილვანია ე.წ. მერყევს შტატებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან შტატად მიიჩნეოდა. სწორედ ამ შტატში გამარჯვებულს უწინასწარმეტყველებდნენ არჩევნებში გამარჯვებასაც.