CNN-ი რამდენიმე დასავლელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ დიდმა ბრიტანეთმა კიევს რამდენიმე საკრუიზო რაკეტა Storm Shadow გადასცა, რაც უკრაინას ახალ, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას მისცემს.
Storm Shadow - არის საბრძოლო ზუსტი საკრუიზო რაკეტა, რომელიც შექმნილია დიდი ნაგებობების გასანადგურებლად, როგორიცაა პორტის ინფრასტრუქტურა, საკონტროლო ცენტრები, ბუნკერები, სარაკეტო ადგილები, აეროდრომები და ხიდები. ამჟამად ის ემსახურება სამეფო საჰაერო ძალებს, ასევე საფრანგეთისა და იტალიის საჰაერო ძალებს.
დასავლელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გარანტიები უკრაინის მთავრობისგან, რომ რაკეტები გამოყენებული იქნება მხოლოდ სუვერენულ უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეების დასარტყმელად და არა რუსეთის ტერიტორიაზე.
Storm Shadow 250 კმ-ზე მეტ მანძილს ფარავს, ეს ცოტათი მცირეა აშშ-ს არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემასთან შედარებით, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვდა.
რაკეტა, როგორც CNN-ს ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, კიევს აძლევს შესაძლებლობებს, რომელსაც უკრაინა ომის დაწყებიდან ითხოვს. ამჟამად ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მაქსიმალური დიაპაზონი არის დაახლოებით 49 მილი.