
უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს. ინფორმაციას Bloomberg საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემისთვის ანონიმური წყაროსგან ცნობილია, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან საბოლოო პროექტზე, რომელიც უკრაინაში საინვესტიციო პროექტების მართვის ერთობლივი ფონდის შექმნას ითვალისწინებს და მზად არიან, დღესვე მოაწერონ მას ხელი.
წყარო ამბობს, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო უკვე მიემგზავრება ვაშინგტონში ხელმოწერისთვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებაზე ქვეყნის პრეზიდენტებს 28 თებერვალს უნდა მოეწერათ ხელი, მაგრამ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, პრესკონფერეციისას, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მწვავე კამათის გამო ვერ მოხერხდა.
უკრაინის პრემიერმინისტრს დენის შმიჰალს გამოქვეყნებული აქვს შეთანხმების მთავარი პუნქტები, რომელთა თანახმადაც: