200-ზე მეტი ჟურნალისტი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

200-ზე მეტი ჟურნალისტი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს, სადაც 200-ზე მეტი ჟურნალისტი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს.

კამპანიას სახელწოდებით Free Mzia Today ჟურნალისტები, პრესის თავისუფლების დამცველები, უფლებადამცველები და ჟურნალისტური ორგანიზაციები უერთდებიან.

"საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.

ჩვენ გვერდში ვუდგებით მზია ამაღლობელს, ბათუმელებსა და ნეტგაზეთს, მის კოლეგებსა და საქართველოს ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს", - წერია განცხადებაში და ჩამოთვლილია მათი სია, რომლებიც საქართველოს მთავრობას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.