14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემას ამ ეტაპზე არ აპირებს. ის დუმილის უფლებას იყენებს. გაირკვა უმძიმეს დანაშაულში მხილებულის დაკავების დეტალები. მართალია ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული თავად ჩაბარდა, მაგრამ ფორმულას განსხვავებული ინფორმაცია აქვს. კაცი ტყეში იმალებოდა, მაგრამ საბოლოოდ სპეცრაზმმა მაშინ დააკავა, როდესაც სოფელში ბრუნდებოდა.