13 მარტს თბილისის ნაწილს დენი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

13 მარტს თბილისის ნაწილს დენი არ ექნება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 13 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს:

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს აღმართის, საქანელას, სანაპიროს, ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ავთანდილის, მეფე მირიანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, სანაპიროს, მერაბ კოსტავას და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის და ირინე სხირტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, გაგრის, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას.