13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.
წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა.
დაზარალდა 200-მდე ოჯახი - 1000-მდე ადამიანი.
სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, დაიტბორა მზიურის ტერიტორია.
ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა.