12 აპრილს ბერლინში, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ავრცელებს.
"2024 წლის 12 აპრილს, ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი, ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები", – ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა რუსული კანონიც იქნება.