11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 23 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 23 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა.

ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ კაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს.

2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა - 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები 2 საათზე ნაკლებ განადგურდა.

ერთი თვითმრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას.

მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა.

ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო; 2 606 - ცათამბჯენებში დაიღუპა. პენტაგონში მოკლეს 125 ადამიანი.

ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია.

11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში ალ კაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს.