დაშინება, მოსყიდვა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა - არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებას დარღვევებში ამხელენ. მათ შორის ზუგდიდში, ოპოზიციის ინფორმაციით, პირადი მონაცემების შეგროვებით დაკავებულია პოლიციის მაღალჩინოსანი. სადაც მუქარა არ ჭრის, ოცნება, როგორც ჩანს, ნაცად მეთოდს მიმართავს, ეს მოსყიდვაა - 1 ტომარა ფქვილი, ხმის სანაცვლოდ.