ზუგდიდში პარტაქტივთან შეხვედრისას ქართულ ოცნებას მოქალაქეები აქციით დახვდნენ

ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიულ აქტივს ხვდებიან, მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა საბანკო–საფინანსო პოლიტიკა გააპროტესტეს და ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ მათ კითხვებს პასუხი არ გასცა.

მოქალაქეების მოთხოვნა სესხებზე პროცენტის დაწევა და გამოსახლებების პროცესის შეჩერებაა.