ზუგდიდში 70 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ზუგდიდში 70 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს. როგორც ცნობილია, ის ქალის სახლში შეიჭრა და მასზე ძალადობას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.