უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
განკარგულების მიხედვით, შეზღუდვები 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესდა.
ზელენსკის თქმით, დასანქცირებული პირები დაკავშირებული არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე სანქციის სიაში მოხვდნენ ისინი, ვინც გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქცირებულთა სიაში არიან დიმიტრი საბლინი, დიმიტრი სვიატაში, დიმიტრი ტაბაჩნიკი, იური კოტი, ნიკოლაი აზაროვი, სერგეი აქსენოვი, ოლეგ ცარევი.