ზელენსკიმ კუნძულ ზმეინიდან ვიდეო გამოაქვეყნა

ზელენსკიმ კუნძულ ზმეინიდან ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მე-500 დღეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიდან ვიდეოს აქვეყნებს.

როდის იყო ვიდეო ჩაწერილი, უცნობია. ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი ოდესის ოლქში იმყოფებოდა.

"სრულმასშტაბიანი ომის 500 დღე. ზმეინი. თავისუფალი უკრაინის თავისუფალი კუნძული. პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ამ ბრძოლაში - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანში ფართომასშტაბიანი ომის პერიოდში", - წერს ზელენსკი ტელეგრამში.

ვიდეოში ჩანს, რომ ზელენსკისთან ერთად კუნძულზე იყვნენ ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი.