ყველა ბედნიერი იქნება, თუ მსოფლიოში ერთი ადამიანი, და ეს ადამიანი დონალდ ტრამპია, შეძლებს ომის შეჩერებას 24 საათში. საკითხავია, რა არის ამის საფასური და ვინ გადაიხდის?
პუტინი წაიღებს მიწებს, გაიმარჯვებს თავისი საზოგადოებისთვის. და ბოლოს არაფერი, არავინ ციხეში, არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი ტრიბუნალი – არაფერი, ნული. დიახ, ეს ძალიან მარტივი გზაა. მაგრამ ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით ამას, არასოდეს. და არ არსებობს არც ერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც გვაიძულებს ამის გაკეთებას.
იმიტომ, რომ საუბარი არ არის ერთ პრეზიდენტზე ან ათ ადამიანზე, ეს ეხება ქვეყანას. რუსებმა უამრავი ადამიანი დახოცეს, როგორ შეიძლება უბრალოდ დაივიწყო? ჩვენ ამას არ ვაპატიებთ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.