ფრონტის ხაზი ნომერ პირველი პრიორიტეტია. აქტიურად ვამზადებთ ახალ ბრიგადებს და ქვედანაყოფებს, რომლებიც თავს გამოიჩენენ ფრონტზე. მათი უზრუნველყოფის, წვრთნისა და თავდაცვის გეგმაში ინტეგრაციის საკითხი - შტაბის ყოველ შეხვედრაზე გადამწყვეტ დეტალებს ვამატებთ. ყველას უნდა ესმოდეს უკრაინაში, რომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაა. ჩვენი მიწებისა და ხალხის დაბრუნება რუსეთის ტყვეობიდან. სახელმწიფო რესურსები უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ამოცანებისკენაა მიმართული და მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც გვეხმარება.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.