ხარკოვის ოლქში სიტუაცია კიდევ უფრო სტაბილური გახდა. ეს ჩვენი მეომრების დამსახურებაა. დონეცკი საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ეს განსაკუთრებით ეხება პოკროვსკის ფრონტს, რომელიც ყოველდღიურად განიცდის ათობით რუსულ თავდასხმას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გავანადგუროთ ოკუპანტი და არ მივცეთ რუსეთს არავითარი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ მოიგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.
ჩვენ შეგვიძლია და უნდა მივიღოთ საუკეთესო შედეგები უკრაინისთვის. ყველაფერში. ყოველთვის. როდესაც არის შესაძლებლობა, არის შანსები და ჩვენ ვალდებულნი ვართ შევქმნათ შესაძლებლობები, რომ გავიმარჯვოთ. უკრაინის წარმატებისთვის.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეო მიმართვაში.