ვარკეთილის მეტროსთან კაცი დაჭრეს

ვარკეთილის მეტროსთან კაცი დაჭრეს

თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდაბარე ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა, სავარაუდოდ, მეგობარი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.