ვახტანგ გომელაურის "მინისტრის საათი"

კამათის გარეშე არ ჩაუვლია შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენას პარლამენტში. ოლიგარქის გუნდი რომან გოცირიძის კითხვამ გააღიზიანა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას ეხებოდა. გომელაურმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ დასმულ კითხვასაც და ამ კონტექსტში ახსენა გინტურის გარდაცვალება და არა მკვლელობა. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მიგრაციის პრობლემა, რომელიც მინისტრმა ვიზალიბერალიზაციას დაუკავშირა.