ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან სასამართლომ 1 პირი გაამართლა, 8-ს პატიმრობა მიესაჯა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულებიდან სასამართლომ 1 პირი გაამართლა, 8-ს პატიმრობა მიესაჯა

ვაკის პარკში დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებული ცხრა პირიდან ერთი გამართლდა, ხოლო რვას სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა.

გამამართლებელი განაჩენი დადგა ვალერი გოგიშვილის მიმართ.

ექვსი წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა ლაშა ფურცხვანიძეს, ოთხი წლით გიორგი გობეჯიშვილს, სამი წლისა და ექვსი თვის ვადით ნუგზარ ქიტიაშვილსა და დავით თუშიშვილს, ხოლო სამი წლის ვადით ლაშა ჭიღიტაშვილს, დევი კახოიძეს, გიორგი ვახტანგაშვილსა და ბექა მურღვლიანს.

***

12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

რა წარსული აქვს კომპანია გრინსერვის+-ს.