უწყებებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცემული პრემია/დანამატებით პირველ ადგილზეა

უწყებებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცემული პრემია/დანამატებით პირველ ადგილზეა

სახელმწიფო უწყებებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცემული პრემია/დანამატების ოდენობით პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გაავრცელა. განცხადების თანახმად, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიისა და დანამატის სახით 527.5 მილიონი ლარი გაიცა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

" 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, ყველაზე მეტი პრემია/დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებს შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებში პრემია/დანამატის ყველაზე დიდი წილი სასამართლოებსა და პროკურატურაზე მოდის. გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე", - წერია განცხადებაში. ამასთან, ორგანიზაციამ ანგარიშში ის დაწესებულებებიც აღნიშნა, სადაც 2024 წელს პრემიისა თუ დანამატის სახით ხელფასის საერთო ოდენობის 20%-ზე მეტი გაიცა.

მონაცემები ასეთია: უზენაესი სასამართლო – 35%; საერთო სასამართლოები – 35%; საკონსტიტუციო სასამართლო – 35%; პროკურატურა – 29%; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – 23%; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 23%; სპეციალური საგამოძიებო სამსახური – 23%; სახელმწიფო აუდიტის სამსახური – 22%; ფინანსური მონიტორინგის სამსახური – 22%; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 22%.