კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ცნობით, დღეს დილით რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია.
მისი თქმით, რუსულმა ძალებმა კიევის ტერიტორიაზე ისკანდერის ტიპის რაკეტები დაახლოებით დილის 8 საათზე გაუშვეს.
"ხანგრძლივი 52-დღიანი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო შეტევები განაახლა. რაკეტამ კიევს ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და სისტემებმა ის დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს", - ამბობს პოპკო.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.