უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 13 დრონიდან 12 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის ჯარებმა სუმის რეგიონს 13 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 12 დრონი ჩამოაგდო.
რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.